STV
დღის ფოტო

სანდრა რულოვსი ზუგდიდის ქუჩებში ძაღლთან ერთად სეირნობს [ფოტო]

“ნაციონალური მოძრაობიდან” წარდგენილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის ქუჩებში ძაღლთან ერტად გასეირნება გადაწყვიტა. მას ზუგდიდის ყოფილი გამგებელი, ალექსანდრე ქობალიაც თან ახლდა.

ცნობისათვის, რულოვსი ალექსანდრე ქობალიას უფროსი შვილის ნათლიაა.

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში ერთ-ერთ მისამართზე დარეგისტრირდა. ის ზუგდიდის იუსტიციის სახლში დღეს იმყოფებოდა.

„დავრეგისტრირდი საცხოვრებელ ადგილზე აქ, ზუგდიდში. ხვალიდან, ალბათ შევა ძალაში და ვიქნები ზუგდიდელი. ვნახოთ, როგორ მიმიღებენ ზუგდიდელები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მათთვის მისაღებია. მოკლედ, ვიქნები ზუგდიდელი და ვეცდები, დავეხმარო მათ უკვე მერის ამპლუაში და სულ დავრჩე აქ“, – აღნიშნა რულოვსმა.

Related posts

სტალინის ბიუსტი მესტიაში (დღის ფოტო)

რედაქტორი

როგორ ხვდებიან სენაკში მოსწავლეები გამოცდების გაუქმებას? [დღის ფოტო]

რედაქტორი

როგორ გამოიყურება ზუგდიდი წინასაახალწლოდ? [ფოტო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი