STV
კონფლიქტი

სოფელ კუტოლში დედის აფეთქების ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ აფხაზურმა მილიციამ ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. საოკუპაციო რეჟიმის მედიის ცნობით,  65 წლის ნადეჟდა ვოუბას ავტომობილის აფეთქებისთვის მისი შვილი, 24 წლის დაურ ვოუბა დააკავეს.

დაურ ვოუბამ ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვოუბა დანაშაულის ჩადენის მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეში იყო.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს დილით ვოუბების ეზოში დაუდგენელი მოწყობილობა აფეთქდა. ქალი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 65 წლის ნადეჟდა ვოუბამ მარჯვენა ფეხი დაკარგა.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა

რედაქტორი

სოფელ განმუხურიდან რუსმა სამხედროებმა ორი ადგილობრივი მამაკაცი გაიტაცეს

რედაქტორი

ევროპელი ტურისტების თვალით დანახული სოხუმი [ახალი ფოტოები]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი