STV
კულტურა

Black Sea Arena-ს დირექტორად ტატო ხარჩილავა დაინიშნა

„ბლექ სი არენას“ დირექტორად ტატო ხარჩილავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„ბლექ სი არენას“ დირექტორის თანამდებობას აქამდე ანა კავლელიშვილი იკავებდა.

„ბლექ სი არენა“ 2016 წლის 31 ივლისს გაიხსნა. დარბაზი 10 000-მდე მაყურებელს იტევს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

Related posts

ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკა – “შავნაბადამ” დანიის სამეფოში კონცერტი გამართა

რედაქტორი

სენაკში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის საღამო გაიმართა

რედაქტორი

ზუგდიდში რაულ ჩილაჩავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი