STV
კომენტარი

სანდრა რულოვსი ზვიად გამსახურდიაზე – რაც იყო მაშინ, ის დავწერე[ვიდეო]

ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის თქმით, წიგნი, რომელშიც ის ზვიად გამსახურდიასაც ახსენებს, ავტობიოგრაფიულია და არ წარმოადგენს საქართველოს უახლესი ისტორიის სამეცნიერო ნაშრომს. კითხვა რულოსვსს აღნიშნულთან დაკავშირებით STV.Ge-მ დაუსვა. მისივე განცხადებით, კიდევ ერთ წიგნს, ამჯერად, განსხვავებულად დაწერდა.

“რაც მე მაშინ, დიდი ხნის წინ ვიცოდი და არ იყო გააზრებული, ისე როგორც დღეს, თუ რა პერიოდი იყო 1991-1992 წელს, მაშინ ასეთი სიტუაცია აღვწერე, რომ ძალიან რთული პერიოდი იყო და მე ზუსტად ამ ფონის შექმნა მინდოდა,

რომ მაშინ იყო განუკითხაობა, კრიმინალი, ძარცვა და ყველა მხრიდან ძალიან რთული სიტუაცია. მე ნამდვილად ზვიად გამსახურდიას ამ ტექსტში არ ვადანაშაულებ, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ეს არის ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც მქონდა დიდი ხნის წინ, მანამ, სანამ თქვენ საერთოდ გამიცნობდით. აქ აღწერილია, რა წარმოდგენა მქონდა საქართველოზე და იმ 90-იან წლებზე, ეს აღვწერე პატარა აბზაცში. მგონი, გასაგებია ყველაფერი, ვინ არის პატრიოტი და ეროვნული ადამიანი. ისევ იმავეს ნამდვილად არ ვფიქრობ, მეორე წიგნს აუცილებლად დავწერ და სხვანაირად დავწერ,  რას ვფიქრობ დღეს, უფრო დეტალურად და გააზრებულად, როგორც ახლა არის, რადგან საზოგადოებაში ეს პერიოდი უფრო გაანალიზებულია”, – თქვა რულოვსმა.

ცნობისათვის, სანდრა ელისაბედ რულოვსი თავის საავტორო წიგნში სახელწოდებით „იდეალისტის ნაამბობი” საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიაზე წერს:

„90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ორი არაფორმალური ბანდიტური დაჯგუფება მოქმედებდა და, ორივეს ძარცვასა და ტერორში ჰქონდა ხელი გასვრილი. ერთი ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა (საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელიც 1994 წლის დასაწყისში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სამეგრელოში)…”-წერს წიგნში სანდრა რულოვსი.

Related posts

თეა წულუკიანი – ვაშაძე თვითონ არის სსრკ-ს გადმონაშთი, რომელსაც არაფერი აკავშირებს თანამედროვე საქართველოსთან

რედაქტორი

მოწერელია: ვგმობ საქართველოს პარლამენტში დღეს მომხდარ ფაქტს

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია იური მეჩითოვის ინტერვიუს გამოეხმაურა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი