STV
რეგიონი

სანდრა რულოვსი – წიგნში 90-იან წლებში რა სიტუაცუაც იყო ის აღვწერე

,,მე ვესწრები საკრებულოს სხდომას და სურდათ ეჩვენებინათ რომ მე აქ ვარ ზედმეტი”, -ამის შესახებ ენმ-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

,,მე დღეს ვესწრებოდი საკრებულოს სხდომას და ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა – მათ სურდათ ჩემთვის ეჩვენებინათ რომ ზუგდიდში არის ყველაფერი ძალიან კარგად, რომ არის წინასაარჩევნო რეგულაცია კარგი, საკრებულოს წევრების და მერიის კომუნიკაცია იდეალური და უნდოდათ ეჩვენებინათ ჩემთვის რომ მე აქ ვარ ზედმეტი.

მე ვფიქრობ, რომ მე აქ არ ვარ ზედმეტი, ახლა არის ის დრო როცა აქ უნდა შეიცვალოს მერი და შეიცვალოს ქალაქის ხელმძღვანელობა. აქ უნდა დაიწყოს ხალხთან კომუნიკაცია, ზრუნვა, ბიუჯეტის სწორი გადანაწილება და კორიფციული სქემების მოსპობა. თქვენ იცით სდაც არის ის მერი რომელიც აირჩიეს. ის არის ციხეში კორუფციული გარიგებების გამო. აქ არის კარგი ბიუჯეტი და არაფერი არ კეთდება, ან კეთდება და მოგვიანებით. მაგრამ აქ არის სხვა ინტერესები, სხვა კორიფციული ინტერესები”.

STV.GE-ს კითხვაზე, დღესაც ფიქრობს თუ არა რომ ზვიად გამსახურდიამ სამეგრელოში ბანდიტური დაჯგუფება შექმნა, რომლის შესახებაც საკუთარ წიგნში დაწერა, უპასუხა რომ:

,, ეს არ არის ჩემი ავტობიუგრაფიული წიგნი, ეს არ არის ჩემი საქართველოს უახლესი ისტორიის ნაშრომი, რაც მე მაშინ დიდი ხნის წინ ვიცოდი და არ უყო გააზრებული როგორც დღეს, მე ასეთი სიტუაცია აღვწერე.  იმ 90-იან წლებში რა სიტუაცუაც იყო ის აღვწერე. აუცილებლად დავწერ მეორე წიგნსაც და იქ აღვწერ,”-განაცხადა რულოვსმა.

Related posts

სოფელ ოქტემბერის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

რედაქტორი

ჯვარში მოქმედ უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარებს მოხალისეები ემსახურებიან

რედაქტორი

წალენჯიხაში საფლავის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი