STV
რეგიონი

ფონდი „ქართუ“ და რეგიონული განვითარების სამინისტრო ხობში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ

ხიბულაში, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ფონდი ,,ქართუ“ ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრემოწერელია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი და ფონდი ,,ქართუ“-ს დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი გაეცნენ.

,,ზვიად გამსახურდიას სახლის რეაბილიტაცია, სადაც პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბატონი ზვიადის პატივისცემა თითოეული მოქალაქის ვალია. ხიბულა, ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია ჩვენს რეგიონში, სადაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება“-აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

ხიბულაში სკვერის მოწყობა, ტაძრის მშენებლობა და გაზიფიცირების, წყალმომარაგების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოგვარება მოხდება.

ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის მოწყობის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გასული წლის შემოდგომაზე, პირველი პრეზიდენტის მომხრეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

Related posts

სალომე ზურაბიშვილი სოფელ ოდიშში მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა [ვიდეო]

რედაქტორი

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით სოფელ ინგირის მკვიდრი გიორგი ფარცვანიაც დააკავეს

რედაქტორი

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი