STV
ექსკლუზივი

“ძველი გუნდი” “ახალი გუნდის” წინააღმდეგ – დაპირისპირების ახალი ტალღა “ნაციონალებში”

დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში დღითიდღე ღვივდება. ამის გამომწვევ მიზეზად სანდრა რულოვსის მიერ აღზევებული ზუგდიდის ყოფილი გამგებელი, ალექსანდრე ქობალია სახელდება. ქობალიას უკვე ღიად უპირიპირდება “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე. ტავად ქობალია კი წითლიძის გუნდის ჩამოშორებას და “ნაციონალურ კოძრაობაში” ე.წ ძველი გუნდის დაბრუნებას ფიქრობს.

“ნაციონალებში” ძირითადი ბირთვი მაინც წითლიძეს ჰყავს. ამიტომაც თვით სანდრაც ვერ იღებს გადაწყვეტილებას რა ქნას. თუმცა დღითიდღე აპარებს ამ ახალ გუნდს ე.წ ძველი გუნდის “სახეებს”. მაგალითად ბესო გაბუნია, რომელიც 2016 წლის შემდეგ არავის უნახავს “ნაციონალების” შტაბში.

კიდევ ერთი მომენტია, სანდრა არ იკარებს არავის ქობალიას გარდა. მისი შეხვედრების შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ აქვს არც შტაბს, გარდა ქობალიას გარემოცვისა. როგორც აქ ამბობენ, სანდრა რულოვსი ვერ იტანს “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთ სახეს, ზუგდიდელ ბაჩუკი ქარდავას. მან გასცა კიდეც ბრძანება, რომ მის არცერთ შეხვედრებზე არ გამოჩნდეს ეს ადამიანი, თუმცა ამის მიზეზები უცნობია თუ რატომ”,-აცხადებს STV-თან კონფედენციალური წყარო “ნაციონალური მოძრაობიდან.

სანდრა რულოვსის შეხვედრებზე არ ჩანს თავად ანი წითლიძე, რომელიც წინა წლებში მსგავს შეხვედრებზე საკმაოდ აქტიური იყო. მეტიც, ქობალიას გარემოცვა შეხვედრების შესახებ არცერთ მედიასაშუალებას არ აუწყებს გარდა საკუთარი ტელევიზიისა. როგორც წყარო გვიყვება ამასთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობაში” სერიოზული დავაც იყო.

“ალექსანდრე ქობალია და მისი გარემოცვა აიგნორებს არა მხოლოდ ანი წითლიძეს და მის გუნდს, არამედ “რუსთავი2”-ის ადგილობრივ ჯგუფსაც. ალექსანდრე ქობალიას ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ბოლო დროს ემა გოგოხიასთან. ბოლო შეხვედრების შესახებ არც ემა გოგოხიას აუწყებენ, რასაც “რუსთავი2”-ში სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვა.

კონკრეტულად, ემა გოგოხია არ იყო დაუწყებული, როცა სანდრა რულოვსი იუსტიციის სახლში იყო მისული ზუგდიდში ჩაწერასთან დაკავშირებით. ეს გოგოხიამ გააპროტესტა და საკუთარ არხს აცნობა. ქობალიამ კი “რუსთავი2”-ს შესთავაზა კადრები მისი ტელევიზიიდან წაეღოთ, მხოლოდ ლოგოს თანდართვით. ამის შემდეგ კი ქობალიას დირექტივა გამოუცხვეს ცენტრიდან, რომ “რუსთავი2”-თან პრობლემები არ შეექმნა.

პრობლემები “რუსთავი2”-თან ასეა თუ ისე მოგვარდა, თუმცა დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში ამ დრომდე გრძელდება.

Related posts

ექსკლუზივი: სოფელ მუხურჩაში ახალგაზრდა მამაკაცს კაფსულა აუფეთქდა

რედაქტორი

სოფელ კახათში მიტოვებული ახალშობილი სახლის ჭიშკართან იპოვეს

რედაქტორი

ზუგდიდის მერიის კიდევ ერთი მაღაჩინოსანი დაკავებულია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი