STV
კონფლიქტი

რუსი  ოკუპანტების მიერ სოფელ შამგონიდან გატაცებული მამაკაცი გათავისუფლებულია

რუსი  ოკუპანტების მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონიდან გატაცებული გელა როსტობაია გათავისუფლებულია. ის ენგურის ხიდის გავლით უკვე ზუგდიდში გადმოვიდა. ამის შესახებ STV-ს კორესპონდენტი ამ წუთებში ენგურის ხიდიდან იტყობინება. გელა როსტობაიას მას ენგურის ხიდზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დახვდნენ.

40 წლის მამაკაცი მდინარე ენგურზე თევზაობდა, სადაც ოკუპანტებმა დააკავეს. გელა როსტობაია იმავე საღამოს გალის იზოლატორში გადაიყვანეს. გატაცებული გელა როსტობაიას ოჯახში ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, რათა გატაცებული დროულად გათავისუფლდეს.

ცნობისთვის, შამგონელი გელა როსტობაია რუსმა ოკუპანტებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

Related posts

ბესარიონ აპლია – ჩვენ, აფხაზები კირილზე ვსაუბრობთ როგორც დიდ ბატონზე

რედაქტორი

პრემიერი: “საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს ეთნიკური კონფლიქტი”

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ე.წ საზღვრები ჩაიკეტა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი