STV
რეკლამა

სენაკის მერიაში სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერისთვის შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, პროექტის ,,სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის ინიციატივა’’ ფარგლებში, გარემოსდაცვითი ასოციაცია ,,დეას’’ თავმჯდომარე თამარ მალანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებების სპეციალისტებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზანი – ფერმერების ხელშეწყობა მაღალპროდუქტიული და ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად გამოცდილი ექსპერტების საველე კონსულტაციებისა და ტრენინგების გზით. ასევე, ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობა რეგულაციებზე საინფორმაციო ლიტერატურის მეშვეობით მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციისა და თვალსაჩინოების მიწოდებით.

პროექტის მიზნობრივ ჯგუფს ამ ეტაპზე, ახალსოფლის, ძველი სენაკის, გეჯეთისა და მენჯის ადმინისტრაციული ერთეულების ფერმერები წარმოადგენენ. პროექტს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელობით, ახორციელებს კონსორციუმი, რომლის წევრები არიან სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) და ასოციაცია ,,ათინათი’’. სენაკის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებს გარემოსდაცვითი ასოციაცია ,,დეა“.

Related posts

სენაკის მერიამ შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცა

რედაქტორი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

რედაქტორი

ნანული სარაჯიშვილი: სალომე ზურაბიშვილს ბევრი კარგი თვისება აქვს იმისთვის, რომ იყოს კარგი პრეზიდენტი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი