STV
სამართალი

მორალური და მატერიალური ზიანისთვის პროკურატურას ჯარიმა დაეკისრა -“ლენდოს” საქმე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდოს” დაყაჩაღებაში ბრალდებული გიორგი კუკავას მიმართ, რომელიც ციხეში გატარებული 9 თვის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს, პროკურატურას 20 ათას ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრა. როგორც კუკავას ადვოკატი იოსებ ჯანაშია აცხადებს საგამოძიებო ორგანოსგან ისინი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

დავა საბოლოო ჯამში მათ სასარგებლოდ გადაწყდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მორალური ზიანისთვის პროკურატურას 7 ათასი, მატერიალური ზიანისთვის კი 13 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდო” გასული წლის 16 მარტს დააყაჩაღეს. მაშინ ოფისში ერთი პირი შეიჭრა და სათამაშო იარაღის გამოყენებით 5 ათასი ლარი გაიტაცა. საქმესთან დაკავშირებით იმავე დღეს გიორგი კუკავა დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ცხრა თვის შემდეგ ის სასამართლომ გაათავისუფლა. მოგვიანებით, ამ საქმეზე ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელი ილია გოგილავა დააკავეს. მას მოსამართლე შოთა ბიჭიამ საქმის არსებითი განხილვის გარეშე 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

Related posts

ლევან თორია ზუგდიდის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს

რედაქტორი

სამეგრელოში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

რედაქტორი

ლევან თორიას ძალადობის ფაქტზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარედგინა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი