STV
რეგიონი

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს – ვის წისქვილზე ასხამს წყალს თენგიზ ჯგუშია?!

ზუგდიდის მერობისთვის ბრძოლა დაწყებულია. კანდიდატების ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილია. ძირითად მეტოქეებად “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები სახელდებიან. თუმცა, მოდით ნუ დავივიწყებთ დამოუკიდებელ კანდიდატებსაც.

დასახელებულ კანდიდატებს შორის ყველაზე გამოცდილია საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი, თენგის ჯგუშია. ამ უდაოდ ქარიზმატულმა და ენერგიულმა პირმა რამდენიმე კვირაა ზუგდიდში დაიწყო აქტიური პიარ კამპანია, რომელიც ძირითადად ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკაზეა აგებული. რათქმაუნდა სოციალური თუ სხვა პრობლემებით დათრგუნული მოსახლეობის ნაწილისთვის ჯგუშიას პოპულისტური განცხადებები მისაღებია, მაგრამ თავად კანდიდატი საზოგადოებაში დიდი ნდობით არ სარგებლობს. სახვათაშორის არც თუ უმიზეზოდ.

თენგიზ ჯგუშიას შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს. იგი იყო წარჩინებული მოსწავლე, სტუდენტი, კომუნისტური პარტიული ორგანიზაციის წევრი (რომელსაც არ აპიარებს ), მუშაობდა მთავრობაში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, 1995 წელს “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” პროპორციული სიით გახდა პარლამენტის წევრი. 1999 წელს ზუგდიდის მაჟორიტარი, თუმცა უკვე საარჩევნო ბლოკ “აღოძინება”-ს წარდგინებით.

დასამალი არ არის, რომ ჯგუშიას საარჩევნო კამპანია იმ პერიოდშიც ხელისუფლების კრიტიკაზე იყო აგებული. მან ადგილოვრივ მოსახლეობასთან მცირე დროის მანძილზე 130-მდე შეხვედრა ჩაატარა და თითოეული შეხვედრისას უნიათობაში, კორუპციაში და მოსახლეობის პრობლემებისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა მაშინდელ მოქმედ ჩინოვნიკებს. მიწასთან ასწორებდა ედუარდ შევარდნაძესა და მის მთავრობას, რითაც მოიგო ადგილობრივი ამომრჩევლების გული.

მიუხედავად აღნიშნულისა, ზუგდიდის „ოპოზიციონერმა“ მაჟორიტარმა კარგად მორგებული მანტია პარლამენტში შესვლიდან მალევე მოიშორა და იმ დროისათვის სახელისუფლებო ფარაქცია “რეგიონებში” გაწევრიანდა, რითაც მოატყუა 20 ათასამდე ამომრჩეველი. ამ ფაქტს ზუგდიდში დღემდე ვერ ივიწყებენ.

სხვათა შორის, თენგიზ ჯგუშია ყველა დროში აქტიურად საუბრობდა მოსახლეობის პრობლემებზე და ამაში მთავრობის დადანაშაულება არც ერთ ეტაპზე არ გასჭირვებია, თუმცა ამ ქარიზმატულ პოლიტიკოსსა და მდიდარი ბიოგრაფიის პატრონს დღემდე უჭირს იმაზე საუბარი, ამბიონზე მყოფს დახმარების ხელი რამდენი მოქალაქისთვის გაუწვდენია, რა პრობლემა მოუგვარებია, საკუთარ ქალაქზე შეყვარებულს ქალაქისთვის რა სარგებელი მოუტანია.

ყოველივე ზემოთხსენებული კარგადაა ცნობილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შესაბამისად მოსახლეობაში თენგიზ ჯგუშიას რეიტინგი დაბალია, ხოლო არჩევნებში მისი გამარჯვება ფაქტიურად შეუძლებელი.

მაშ რას ემსახურება ჯგუშაიას აქტიურაბა, რა სარგებელს ხედავს ამდენად გამოცდილი პოლიტიკოსი მარცხისთვის განწირულ ბრძოლაში?

ჯერ კიდევ შორეულ 1999 წელს ზუგდიდის მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, ჯგუშიას და ბიზნესმენ, ამჟამად ნაციონალური მოძრაბის აღმასრულებელი მდივანის, კობა ნაყოფიას მეგობრობის შესახებ. ასევე, კობა ნაყოფიას მიერ “აღორძინების” პროპორციულ სიაში გამსვლელ ნომრად შეყვანის სანაცვლოდ ჯგუაშიას მიერ აღებულ 50 ათას აშშ დოლარზე. ამასთანავე, ცნობილი ბიზნესმენი თენგიზ ჯგუშიას უფროსი შვილის ნათლიაა.

მართალია ჯგუშიამ ვერ მოახერხა ნაყოფიას გაპარლამენტარება, თუცა აღნიშნულმა ფაქტმა მათ მეგობრობაზე და ნატესაურ კავშირზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა.

მოდით ლოგიკურად მივყვეთ ჯაჭვს.

თენგიზ ჯგუშიას გამარჯვება ზუგდიდში შორეული ოცნებაა, თუმცა აქტიურობს, დაუღალავად აკრიტიკებს ხელისუფლებას, რითაც აზარალებს სახელისუფლებო კანდიდატს. შესაბამისად რთული მისახვედრი არაა თუ ვის წისქვილზე ასხამს ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის ” ყოფნის პერიოდში გაყუჩებული, ზუგდიდის სიყვარულით გულანთებული დიადი კამბინატორი და უპრინციპო პოლიტიკოსი თენგიზ შუმას ძე ჯგუშია.

Related posts

გუბერნატორი მეღვინეს ესტუმრა, რომელიც ვაზის იშვიათი მეგრული ჯიშების აღდგენას ახდენს

რედაქტორი

გუბერნატორის ახალი ინიციატივა ,,კარდაკარ“ დაიწყო

რედაქტორი

„თავისუფალი ზონის“ წევრები თბილისიდან ზუგდიდისკენ დაიძრნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი