STV
რეგიონი

რა შეფასებებს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ზუგდიდში მოხდარ ინციდენტზე?

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ზუგდიდში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ. მათი შეფასებით ყველა სუბიექტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მსგავსი სახის შეხვედრებს დაესწროს. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელის, ეკა მინჯორაიას განცხადებით, თეონა ქარდავა ნამდვილად წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას და მისი ორგანიზაციაც ხშირად იწვევს მას სხვადასხვა ღონისძიებებზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის ოფისში, მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მისული სამოქალაქო აქტივისტი თეონა ქარდავა ოფისში გამართულ შეხვედრაზე არ შეუშვეს, რასაც ინციდენტი მოჰყვა.

თეონა ქარდავას “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანი წითლიძე დაუპირისპირდა და მას “სუსის 20 ლარიანი აგენტი” უწოდეს. შელაპარაკება საქმოქალაქო აქტივისტსა და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის დაახლოებით ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

Related posts

ტრადიციული რეწვის სახელოსნოების II საერთაშორისო ფესტივალზე ზუგდიდელი ხელოვანები მონაწილეობენ

რედაქტორი

საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში

რედაქტორი

14 წლის დაკარგული ზუგდიდელი გოგო თბილისში იპოვეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი