STV
სხვა ამბები

“ევროვიზია”, ახალი ალბომი და ტურნე საქართველოში – ოთო ნემსაძის სამომავლო გეგმები

მომღერალი ოთო ნემსაძე ფოლკლორულ ანსამბლ “შავნაბადასთან” ერთად კომპოზიტორ რომა გიორგაძის  სიმღერით “სულ წინ იარე” საერთაშორისო კონკურს “ევროვიზია 2019”-ზე  წარსდგება.საკონკურსო ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მალთაყვაში, ენგურის ხიდსა და თბილისის ზღვაზე მიმდინარეობდა. კლიპზე რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ იმუშავა.

სიმღერა თემატურია და კლიპშიც გამოყენებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სიმბოლო – მავთულხლართები. შემოქმედებითი ჯგუფის და მომღერის მიზანია – მსოფლიოს გააგებინოს რუსეთის მიერ ანექსირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ, ძალიან კარგად ჩანს კლიპის კადრებშიც.

ახალი ამბების სააგენტომ ევროვიზიის მთავარ მონაწილეს, მომღერალ ოთო ნემსაძეს ინტერვიუ სთხოვა.

-ოთო, როგორია “ევროვიზიამდე” შენი განცდები. როგორი იქნება შენთვის წლევანდელი კონკურსი და რა მოლოდინები გაქვს?

-ვფიქრობ რომ ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის ძალიან წარმატებული იქნება “ევროვიზია 2019”, რადგან ჩვენ ვამბობთ ჩვენს სათქმელს ამ კონკურსში და ჩვენთვის ალბათ უმთავრესი ესაა.

-საკონკურსო სიმღერა “სულ წინ იარე” ბევრს მოსწონს, მაგრამ ამავე დროს ამბობენ იმასაც, რომ ეს არ არის ევროვიზიის ფორმატი. შენ როგორ თვლი?

-ზოგადად არიან ადამიანები და განსაკუთრებით სოციალურ ქსელში, რომლებიც ყველას და ყველაფერს აკრიტიკებენ და აგინებენ. სამწუხაროდ ხდება ისეც, რომ სოციალურ ქსელში ჩემს ქვეყანასაც აგინებენ. გამომდინარე აქედან, მე ვთვლი, რომ ეს არის სიმღერა, რომელიც იტყვის თავის სათქმელს ევროპის დიდ სცენაზე და მინდა ყველა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ დაწყნარდით, ყველაფერი კარგად იქნება.

-“სულ წინ იარე”, აღნიშნულ სიმღერაზე კლიპიც გადაიღეთ. რას გვერტყოდით თვითონ ამ კლიპზე?

-საოცარი კლიპია და ალბათ ყველა დამეთანხმება ამაში. მე ვფიქრობ, რომ ჯერ ასეთი კლიპი არ გადაღებულა საქართველოში. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც იმუშავეს საკონკურსო კლიპზე.

-რას აპირებს ოთო ნემსაძე “ევროვიზიის” დასრულების შემდეგ? რა გეგმები გაქვთ?

-რას ვაპირებ…მინდა გითხრათ, რომ ჩემი რიგით მეორე ალბომი გამოდის და გარდა ამისა ვაპირებ ტურნეს საქართველოს მასშტაბით. ვაპირებ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გავმართო სოლო კონცერტი.

ჩემი ახალი ალბომი მზად არის, თითქმის ბოლო სტადიაშია, უბრალოდ ცოტა შემაფერხა “ევროვიზიისთვის” მზადებამ. როგორც კი ჩაივლის კონკურსი, უკვე ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი. ალბომის გამოცემის შემდეკი უკვე კონცერტებიც.

-რამდენი სიმღერა შევა ახალ ალბომში?

-ალბომში შედის 12 სიმრერა და რასაკვირველია თორმეტივე სიმღერა ახალია.

-თუ შევა ამ ალბომში თქვენს მიერ შესრულებული ბოლო, საკონკურსო სიმღერა “სულ წინ იარე”?

-არა, ეს სიმღერა არ შევა ალბომში. უბრალოდ ეს სიმრერა ფიზიკურად ვერ შევა იქ.

-სხვა გეგმები თუ გაქვთ კიდევ?

-სხვა გეგმები რა უნდა მქონდეს გარდა იმისა, რომ “ევროვიზიაზე” წარვსდგები, ალბომზე ვმუშაობ და კონცერტებისთვის ვემზადები. მეტი ფიზიკურად არ შემიძლია.

-კონკრეტულად თუ გაქვთ დაგეგმილი, სად გამართავთ სოლო კონცერტებს და თუ იქნება მათ შორის სამეგრელო?

-ძირითადად ჯერ “ევროვიზიაზე” ვარ მთლიანად გადართული. ჩამოსვლისთანავე აუცილებლად დაიგეგმება კონკრეტულ ქალაქებში ჩემი კონცერტები. რაც შეეხება სამეგრელოს, ზუგდიდში აუცილებლად. ალბათ იქნება ფოთიც და სენაკიც. ვნახოთ როგორ იქნება. ზოგადად ძალიან ძნელია ამ ქვეყანაში ტურნეების და კონცერტების კეთება, მაგრამ შევეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ.

-როგორ თვლით, რა მდგომარეობაა დღეს ქართულ შოუ-ბიძნესში?

-ძალიან ბევრ ქვეყანაზე მაღალ დონეზეა დღეს შოუ, მაგრამ ბიზნესის რა მოგახსენოთ. ამაზე რომ ლაპარაკობენ ყოველთვის ნერვები შემლება ხოლმე, რადგან სამ მილიონ ნახევრიან ქვეყანაში ცოტა ძნელია ბიზნესის კეთება. არა მარტო შოუ ბიზნესის, არამედ სხვა ბიზნესებისაც. შესაბამისად მე ვიყვი, რომ ქართული მუსიკა ბევრად მაღალ დონეზეა ვიდრე ბევრი სხვა ქვეყნების მუსიკა და ქართველი მუსიკოსებიც ბევრად მაღალ დონეზე დგანან ვიდრე სხვები.  უბრალოდ ძალიან ცოტანი ვართ და ეს არის, სხვა არაფერი.

Related posts

რუსეთის ცნობადი სახეები – პუტინს: “საქართველოს კი არა, რუსებს დაარტყით ამით! ელოდეთ მიტინგებს მოსკოვში!”

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ჩხოუშის ხიდზე ერთ-ერთი ქვეითთა გადასასვლელი გაუქმდა

რედაქტორი

უღირსი პრეზიდენტი, კავკასიელი ჰუსეინი – როგორ მოიხსენიებს სააკაშვილი ზვიად გამსახურდიას

რედაქტორი

დატოვე კომენტარი