STV
რეგიონი

სამეგრელოს სამხარეო პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავს შსს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წინ. აქციის მონაწილეები ბესიკ დგებუაძის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

დაკავებულის მამის, ვლადიმერ დგებუაძის თქმით, მისი შვილი ბესიკ დგებუაძე 2018 წლის 21 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას 4 ტყვია ჰქონდა და დღემდე სხეულში 2 ტყვია რჩება. მისი თქმით პოლიცია ითხოვს მისი შვილისგან დაასახელოს თუ ვინ ესროლა, თუმცა მისმა შვილმა ეს არ იცის.

ძმები ბესიკ და ჯონი დგებუაძეები შსს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა 4 აპრილს გამთენიისას დააკავეს. როგორც ოჯახი ამბობს სასამრთლოს განჩინების გარეშე. ორივეს ერთად 50 ათასლარიანი გირაო შეუფარდა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ. რაც პროკურატურამ გაასაჩივრა და. დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბესიკ დგებუაძე დააკავა.

ოჯახი მის გათავისუფლებას და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ბესიკ დგებუაძეს გამოძიება 120 და 319 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ერთი პირი ყავს დაკავებული, რომელის იარაღიდანაც განხორციელდა გასროლა

Related posts

გიორგი შენგელია: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება

რედაქტორი

გიორგი შენგელია – ჩვენი ოპონენტების მოქმედებები უკვე, მე მგონი, ისტერიკაში გადაიზარდა

რედაქტორი

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებს ახალგაზრდული პოლიტიკა გააცნო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი