STV
რეკლამა

სენაკის მერიაში პოლონეთში მოღვაწე თანამემამულესთან შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა პირველ მოადგილე გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და სპორტული მედიცინის უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი, პოლონეთში მოღვაწე რუსლან ჯანიძე, სენაკის საცხენოსნო კლუბის დამფუძნებელი ირაკლი ლაკია და ბიზნესმენი აკაკი ჯინორიძე მიიღო.

შეხვედრაზე პოლონეთის ქალაქ სოპოტისა და სენაკის დამეგობრების და კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საუბარი ასევე შეეხო ჰიპო-თერაპიის პროგრამის ფარგლებში ჩვენი თანაქალაქელების სამედიცინო დახმარების შესაძლებლობებს, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანი სიახლეა.

Related posts

ზუგდიდში, აკადემიკოს ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს

რედაქტორი

სენაკის მერიაში ფინანსური მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა (R)

რედაქტორი

სენაკში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი