STV
სამართალი

ანი წითლიძეს და გიორგი პატარაიას 2 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე და პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და თითოეულ მათგანს 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ცნობისთვის, წითლიძე და პატარაია 11 აპრილს, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ორივე მათგანმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობა დაკავებიდან რამდენიმე საათში დატოვა. რაც შეეხება ენმ-ის აქტივისტს მანუჩარ ჩხეტიას, ის მეორე დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა 19 აპრილს გახდება ცნობილი, დაჯარიმდება თუ არა ბრალდებული.

Related posts

ვინ და როგორ ისჯება უკანონო ვიდეოჩანაწერების გავრცელების გამო

რედაქტორი

სამეგრელოში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

რედაქტორი

მძარცველის მკვლელობაში ბრალდებული ფოთელი პოლიციელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი