STV
კულტურა

ანსამბლი “შავნაბადა” დანიაში კონცერტს გამართავს

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი “შავნაბადა” საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კონცერტს დანიაში გამართავს. როგორც “შავნაბადას” ფეისბუკ გვერდიდან ხდება ცნობილი, დანიის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ულამაზეს ფრედერიკის ეკლესიაში გაიმართება. კონცერტზე ქართული მრავალხმიანობის განსაკუთრებით ცნობილი პოლიფონიური სიმღერები გაჟღერდება.

STV-თვის მიცემულ ინტერვიუში ანსამბლის ხელმძღვანელმა დავით ცინცაძემ აღნიშნული კონცერტი რამდენიმე კვირით ადრე დააანონსა.

“ანსამბლი “შავნაბადა” გეგმავს კონცერტს დანიაში, კოპენჰაგენში. კოპენჰაგენში ყველაზე დიდ ტაძარში, რასაც დედოფლის ტაძარს ეძახიან . გარდა ამისა, ალბათ მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო პატრიარქის წირვაში 6 მაისს. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა დიდი მოლოდინია. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმა. ვაპირებთ ქართველებთან სოჭში ჩავატაროთ კონცერტი. ეს იქნება ჩვენთვის ძალიან სენსიტიური, რომ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი სოჭში მცხოვრებ ქართველებთან გამართავს კონცერტს”,-განაცხადა დავით ცინცაძემ STV-თვის მიცემულ ინერვიუში.

Related posts

ანაკლიის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

რედაქტორი

ფოლკლორის არეალი – საუბარი მრგვალ მაგიდასთან

რედაქტორი

გიორგი უშიკიშვილი და ანსამბლი ,,ლაშარელა’’ სენაკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი