STV
რეგიონი

ზაალ უდუმაშვილის ბრიფინგი ზუგდიდში და ირაკლი ჩიქოვანის პასუხი [ვიდეო]

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლება გრძნობს მოახლოებულ პოლიტიკურ დასასრულს და იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას გამოსავალი შესთავაზოს, ცდილობს დესტაბილიზაციას და არეულობის შემოტანას. უდუმაშვილის მტკიცებით, შს მინისტრი გიორგი გახარია დაკავებულია სამეგრელოში და კერძოდ ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნით.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებას ზუგდიდის „ქართული ოცნების“ საარჩევნო  შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა უპასუხა. ჩიქოვანის თქმით, იქნება მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან მაქსიმალურად დაიძაბოს საარჩევნო გარემო.

„ზაალ უდუმაშვილის  და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა სტუმრებს აქვთ ძალიან ზედაპირული წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ზუგდიდში. ზუგდიდი და სამეგრელო ყოველთვის იყვნენ მიჩვეული, რომ აქ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ პატივისცემით და სიყვარულით. რა თქმა უნდა პატივს სცემენ კანონს და ეს ასეც გაგრძელდება. იქნება ძალიან ბევრი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება იყოს შეყვანილი შეცდომაში და მაქსიმალურად დაიძაბოს მათი მხრიდან საარჩევნო გარემო. ჩვენ ამისთვის მოწადინებულები არა ვართ. ჩვენი მიზანია ზუგდიდელებს ის შესაძლებლობები შევთავაზოთ, რომელიც დღეს მათ აქვთ. ქალაქმა გამოიღვიძა და აქ ახალი შესაძლებლობები იქმნება. მომავალში ქალაქს უნდა ავარიდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, რომელიც ასევე რამდენიმე წლით კვლავ დახევს ზუგდიდს უკან“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

Related posts

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ზუგდიდში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს

რედაქტორი

ტორტზე “ქართული ოცნების” წარწერის გამო საბავშვო ბაღის დირექტორმა საყვედური მიიღო

რედაქტორი

დეპუტატი სასტუმროს მშენებლობაზე: ამ ლოგიკით მთელი სამეგრელო დადინების საკუთრება იყო და ხელი არაფერს ვახლოთ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი