STV
რეგიონი

ზუგდიდს განახლებული რკინიგზის სადგური ექნება

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატი შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. გიორგი შენგელია ამჯერად ქუჯის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

,,კარდაკარის პრინციპით ქუჯის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შევხვდით, ძალიან გულთბილი შეხვედრა იყო. მოქალაქეებს აინტერესებთ რა გეგმებით მოვდივარ და რა პროექტების განხორცეიელებას ვაპირებ ზუგდიდში. ყველას დეტალურად ავუხსენი, იმ პროექტებზე რასაც უკეთესი ზუგდიდისთვის ვახორციელებთ და რის კეთებასაც ვგეგმავთ.

ქუჯის ქუჩაზე მდებარე მატარებლის სადგური, რომელსაც ჩამოსული სტუმარი პირველი ხედავს სავალალო მდგომარეობაში იყო. სადგურს რეაბილიტაცია უკვე დავიწყეთ და აქ კეთილმოწყობილი გარემო გვექნება“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

Related posts

ხელისუფლების წარმომადგენლები უფასო სასადილოში არსებულ ვითარებას გაეცნენ

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია – თითოეული მოქალაქე ვალდებულია, პატივი მიაგოს ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს

რედაქტორი

10 არასრულწლოვანი კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი