STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში შიდადაპირისპირება პიკს აღწევს

სანდრა რულოვსის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში დაპირისპირებაა. როგორც ჩვენმა წყარომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გვაუწყა, შტაბში ერთმანეთს ქობალიას და წითლიძე-ციკუტანიას გუნდები დაუპირისპირდნენ. შტაბის მართვის სადავეები მთლიანად ქობალიას გუნდმა აიღო, ის პირები კი ვინც შტაბს ადრე ხელმძღვანელობდნენ ახლა უკანა პლანზე არიან.

ანა წითლიძეს სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე გამართული შეხვედრის დროს დაუპირისპირდა და პარტიის წევრებთან ერთად ღიად დაუფიქსირა უარყოფითი განწყობა. რულოვსმა წითლიძეს უმოქმედებაში დასდო ბრალი.

“ფაქტია, რომ წითლიძე სანდრა რულოვსს თავიდანვე არ მოსდიოდა თვალში, თუმცა მისი მეუღლის, მიხეილ სააკაშვილის, ასევე ბოტკოველის და სხვა ლიდერების ჩარევით, მოხდა ისე რომ თითქოს ერთმანეთა დააახლოვეს, თუმცა ამან როგორც ხედავთ დიდხანს ვერ გასტანა. ალექსანდრე ქობალია თავისებური თამაშებით მოქმედებს წითლიძის წინააღმდეგ და რულოვსს არწმუნებს, რომ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე არასანდოა”-აცხადებს STV-სკონფედენციალური წყარო და აქვე იმასაც დასძენს, რომ რკინიგზის სადგურზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ანაკლიაში არ წავიდა.

“განაწყენებული წითლიძე იმავეს საღამოს ანაკლიაში გამართულ სკაიპ ჩართვაზე არ წავიდა. სანდრა რულოვსი ახლოს არ იკარებს არც ბაჩუკი ქარდავას, ყოფილმა პირველმა ლედიმ ედპ-ს ლიდერს შეხვედრებზე მასთან ერთად წასვლა აუკრძალა, რამაც ქარდავას გაღიზიანება გამოიწვია.”-აცხადებს STV-ს წყარო.

ასევე ცნობილი ხდება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში მმართველობითი რგოლიდან მთლიანად ჩამოხსნეს ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან კონჯარია. არენაზე არ ჩანს არც თეიმურაზ ბასიალაია და მალხაზ ციკუტანია, რამაც პარტიის ადგილობრივ ლიდერებში პროტესტი გამოიწვია.

რა მოხდება მერის შუალედურ არჩევნებამდე ოპოზიციურ პარტიაში, ჯერჯერობით არაპროგნოზირებადია. დაპირისპირება პარტიაში კი პიკს აღწევს.

Related posts

“მოითმინეთ და ყველაფერს გაიგებთ” -რა ხდება ზუგდიდის მერიაში?!

რედაქტორი

თენგიზ ქობალაია ფარულ ჩანაწერებში მის მონაწილეობას ადასტურებს

რედაქტორი

სანდრა თუ ნიკანორი? – შეცვლის თუ არა გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობა”?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი