STV
რეგიონი

“ამას ადეკვატური ახსნა არ აქვს..” – როგორ აფასებენ ზუგდიდში სააკაშვილის საქციელს

გუშინდელ ინციდენტთან  დაკავშირებით, ზუგდიდში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ასევე ყოფილი თანაგუნდელები კომენტარებს სოციალურ ქსელში აკეთებენ.  “ევროპული საქართველოს” ლიდერები უარყოფითად აფასებენ ექსპრეზიდენტის რეპლიკებს და ლანძღვას, რომელიც ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართული.

“ცალსახა პასუხი მაქვს და ამ ყველაფერს უკიდურესად უარყოფითად ვაფასებ.
მე(ჩემს გუნდს) და მიხეილ სააკაშვილს დღეს ბევრ ფუნდამენტურ საკითხში გვაქვს განსხვავებული შეხედულება, ამიტომაც მივიღე თავის დროზე გადაწყვეტილება და დღეს წარმოვადგენ “ ევროპულ საქართველოს”-წერს სოციალურ ქსელში პარლამენტარი ლელა ქებურია.

“რაც შეეხება გუშინდელ ფაქტზე ჩემს პოზიციას, რათქმაუნდა უარყოფითია… კატეგორიულად მიუღებელია ადამიანებისადმი ასეთი აგდებული, ცინიკური დამოკიდებულება და ჟურნალისტს რომ ეპყრობი ასე, ასეთი გამოცდილების პოლიტიკოსი, ამას ლოგიკური და ადეკვატური ახსნა არ აქვს…”-აღნიშნავს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ბათლომე შელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში შეკრებილ 15 მხარდამჭერს სკაიპით ჩაერთო და ჟურნალისტებს კითხვის დასმის საშუალება არ მისცა.

“ასეთ ნარკომანებს მალე მოგაშორებთ” – ასე მიმართა შეკრებილ ხალხს ყოფილმა პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სააგენტო STV.GE-ს რედაქტორმა კითხვის დასმა დააპირა.

„გაიპარსე ცოტა, მოწესრიგდი და მერე დავილაპარაკოთ“, – უთხრა მიხეილ საკაშვილმა მალხაზ ბასილაიას.

ყოფილმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს მიმართა, რომ არ ინერვიულონ, რადგან ამ ადამიანების არ ეშინია. „ყველა ერთი სახით არის, გეგონება ერთი ყალიბიდან არის ჩამოსხმული“, – თქვა სააკაშვილმა.

Related posts

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში სასულიერო პირები იკრიბებიან

რედაქტორი

ფოთის მერი და გუბერნატორის მოადგილე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ახალ დირექტორს შეხვდნენ

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია ფოთის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი