STV
რეგიონი

გიორგი შენგელია: მე 38 წელია ვცხოვრობ ზუგდიდში და კარგად ვიცი ყველა პრობლემა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი შენგელია აღმაშენებლის ქუჩის მხვრებლებს შეხვდა.

,,მე 38 წელია ვცხოვრობ ზუგდიდში, ჩემს ოჯახთან ერთად, ძალიან კარგად ვიცნობ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, თითოეულ სოფელს და კარგად მესმის ჩვენი მოსახლეობის რთული ცხოვრება და საჭიროებები. მე ვგრძნობ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ჩემი და თქვენი შვილების წინაშე, სწორედ ამიტომ, ჩემი მიზანია, რომ ქალაქს და მუნიციპალიტეტს ღირსეულად ვემსახურო უკეთესი მომავლისთვის“ – განაცხადა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.

გიორგი შენგელია, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები წარუდგინა.

Related posts

ჩხოროწყუს მერმა სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის ბრიგადის წევრებს მადლობა გადაუხადა

რედაქტორი

განმუხურში ინდური ინვესტიციით 5- ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბავშვთა სივრცე მოეწყო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი