STV
რეგიონი

ჩხოროწყუს მერი პროექტ – ,,გააძლიერე ცვლილებებისათვის“ მონაწილეებს შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორობით განხორციელებული პროექტის, “გააძლიერე ცვლილებებისათვის – ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის” წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აღნიშნული პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი ხათუნა მიქავა.

დათო გოგუა გაეცნო პროექტის მონაწილეთა საჭიროებებს, მათ სამომავლო გეგმებს . მერმა წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები: მარიამ ბერია, გოგა გოგუა, მარიამ გულუა და ნინო შოგირაძე დღეს ქ. ქობულეთში, პროექტის პირველ ღონისძიებაზე – სათემო ახალგაზრდული საქმიანობის საერთაშორისო სატრენინგო კურსზე მიემგზავრებიან.

ტრენინგზე ახალგაზრდები მიიღებენ თეორიულ ცოდნას მუნიციპალიტეტის დონეზე ახალგაზრდული საქმიანობის წარმართვის შესახებ, შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს და გაიზიარებენ იტალიიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან მოწვეული ახალგაზრდული მუშაკების გამოცდილებას. პროექტი “გააძლიერე ცვლილებისათვის – ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის” ხორციელდება “მშვიდობისა და განვითარების აკადემიის” მიერ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში – ჩხოროწყუში, ფოთში, ბორჯომსა და ახმეტაში.

ორწლიანი პროექტი დაფინანსებულია ევროპის კომისიის მიერ და მიზნად ისახავს ახალგაზრდების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ჩართულობით თანამშრომლობაში მათი აქტიური მონაწილეობისთვის.

Related posts

მერაბ ქვარაია – ბოტანიკურ ბაღში შესვლის პრობლემა არცერთ მოქალაქეს არ უნდა შეექმნას

რედაქტორი

ჩხოროწყუში რეკორდული სიდიდის სულუგუნი დაამზადეს

რედაქტორი

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ერთი პირი დააკავეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი