STV
რეგიონი

5 მაისს, ფოთი ქალაქის დღეს იზეიმებს

5 მაისს, უკვე მეორედ, ფოთი ქალაქის დღეს იზეიმებს, რომელიც საკათედრო ტაძრის დღესთან ერთად, კვირაცხოვლობას აღინიშნება.

დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი. ,,წლევანდელი ზეიმის პროგრამა მრავალდეროვანია. საკათედრო ტაძარში ჩატარდება საზეიმო წირვა,  ცენტრალურ პარკში გაიმართება გამოფენები, ბათუმის საზღვაო აკადემიის ბენდისა და ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი, ადგილობრივი ბენდების იმპროვიზირებული გამოსვლები.

ქალაქ ფოთსა და ბათუმის საზღვაო აკადემიას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი “-აღნიშნა ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.
ქალაქის დღე მეგა-პროექტის „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ გამარჯვებულის მანანიკო ცენტერაძის   გალა-კონცერტით დასრულდება.

ღონისძიებებს ფოთთან დამეგობრული ქალაქების ხელმძღვანელები , მაღალი რანგის სტუმრები და სასულიერო პირები დაესწრებიან.

Related posts

მესტია-უშგულის საავტომობილო გზა ადგილობრივებმა დილიდან გადაკეტეს

რედაქტორი

გიორგი შენგელია: ღია კინოთეატრს ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჩავიტანთ

რედაქტორი

ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი აშენდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი