STV
რეგიონი

ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღისა და ეკატერინეს სასახლის აღადგენა დაიწყება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას ახორციელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარება, რომელთა შორისაა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისა და ეკატერინე დადიანის სასახლის რეაბილიტაცია, ზუგდიდის ბიბლიოთეკისა და სპორტ-კომპლექსის მშენებლობა.

მათი ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების და ღობის რეაბილიტაციას, წყალმომარაგების, სარწყავი, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემების მოწყობას. ასევე, ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებას. გაკეთდება სასეირნო ბილიკები, აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. სამუშაოები 2018 წლის დასაწყისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

პროგრამის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაცია.

„სასახლე გამოირჩევა როგორც არქიტექტურულ-მხატვრული, ისე ისტორიულ მემორიალური მნიშვნელობით. მის სივრცეში ექსპონირებული დადიანთა ნივთები, ინვენტარი, რელიქვიები და საგანძური აცოცხლებს დადიანების საყოფაცხოვრებო გარემოს და მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით.

დადიანების ბაღსა და სასახლეთა კომპლექს 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო 2015 წელს მთავრობის დადგენილებით, განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. რეაბილიტაციის პროცესში მუზეუმში დაცული ყველა ექსპონატი უსაფრთხო ადგილას, ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებულ „ნიკოსეულ სასახლეში“ იქნება გადატანილი.

ქალაქ ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის,“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

Related posts

მარტვილში 2013 – 2018 წლებში 109,2 კილომეტრი გზა დაიგო, რომლის ღირებულებამ 30 440 190 ლარი შეადგინა

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს „სამოქალაქო თავდადებისათვის“ მედალი გადასცა

რედაქტორი

ზუგდიდში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი