STV
რეგიონი

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე პირველი ეტაპის სამუშები დასრულდა

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა,რომელიც ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ხახუბიასთან და მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

„პროექტის ფარგლებში მოეწყო 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა, შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები.
დაიგო უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი მინდვრის საფარი და დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განახორციელა” -განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

პროექტის ღირებულებამ 1 863 000 ლარი შეადგინა.

ფოთის ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს “ელიტა ბურჯმა“ შეასრულა.

Related posts

დედამიწის დღესთან დაკავშირებით ანაკლიაში დასუფთავების აქცია მოეწყო

რედაქტორი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა საოკუპაციო ხაზის ყველა მონაკვეთი მოინახულეს

რედაქტორი

ფოთში საკანალიზაციო სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი