STV
რეგიონი

ევროპის დღეების ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან სიმბოლური გარბენი გაიმართა

ევროპის დღეების ფარგლებში, სიმბოლური გარბენი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიაში გაიმართა, რომელშიც 4 სხვადასხვა სკოლის, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლების მოსწავლეებმა და ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.

პირველ ადგილზეკოკისა (მეგი შენგელია) და რუხის (მიშიკო ფარცვანია) საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ. გამარჯვებულებს თასები და სერთიფიკატები გადაეცათ.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლების ორსანტიისა და კოკის მოსწავლეების ჩართულობით, ასევე, მოეწყო კულტურული ღონისძიება.

ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით გაიმართა.
ევროპის დღეების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო აქცია ზუგდიდში, სემინარი რეგიონის მედიის წარმომადგენლებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა რეგიონის ფერმერებთან, მეწარმეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, შეხვედრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, ღონისძიება „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ ქ. ფოთში, ვიქტორინა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით, ევროპის დღე მესტიაში.

ევროპის დღეები 5 მაისს, ოფიციალურად დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში დაგეგმილია: სემინარები მასწავლებლებისთვის – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისთვის – “ევროპა – ისტორიული არჩევანი“, ქვეყნის 10 რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კონკურსები, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები. ევროპის დღეების ფარგლებში საერთო ჯამში 80-მდე ღონისძიება იმართება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.

Related posts

სოფელ წაჩხურუში საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

რედაქტორი

თალაკვაძე: ნაციონალური მოძრაობის პირველი მიზანი არჩევნების ჩაშლაა

რედაქტორი

„მილიონი შენს ხელშია“ – საინფორმაციო კამპანია ზუგდიდში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი