STV
ვიდეო

ფარული სატელეფონო საუბრები – სააკაშვილის ოჯახის წევრები სანდრა რულოვსის წინააღმდეგ

ინტერნეტ მედიაში საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.

თემურ ალასანია: სანდრამ გამოაგზავნა, დაურეკა ნიკას და მეც გამომიგზავნა. „პროსტა“ მართალი გითხრა, პასუხიც კი არ გავეცი. ღირსადაც კი არ ჩავთვალე. მე, ნიკუშა და მამაჩემი ჩამოვდივართო და თქვენთან ვიქნებით ორი დღეო. რა საკვირველია ვუთხარით, კი ბატონო. მერეო, ჩვენ რომ წავალთო იმ დღეს დილითო, ჩამოვა ჩემი ძმაო, მისი “Girlfriend”-იო და შვილიო და ისინი დარჩებიან კიდეო. ეგ თავხედი ეგა. ეგ არის უკვე თავხედობა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეგ არის თავხედობა. ეს რა წესია, ხო არ გასულელდა ეგა? მაგას რა ჰგონია? ჩვენ აქ მოსამსახურეები კი არ გვყავს? ორი დღე უნდა ვცვალო ლოგინების ისინი, მერე აჭამო-ასვა და ვინ უნდა ამგზავროს? ქეთინომ? მერე თურმე ეხლა ისინი უნდა წავიყვანო ფილადელფიაში და ეს როდის მოემზადოს იმ ქორწილისთვის? ან თმა როდის გაიკეთოს, ან როდის იმასქნას? „ვაფშე“ აღარ წავალთ მაშინ. მართალი ხარ, თავხედია. მაგას ვინ ჰკითხავს, შენ ვისთან იქნები? ძაან გათავხედდა.ეგ ერთი და მეორე მე რომ ჩავედი ფლორიდაში, ვიყავი ხუთი დღე. სამი დღე, ქალს ეჭირა ხელში ცოცხი და ალაგებდა. ნიკა და ისინი ყუთებს ალაგებდნენ. ხუთიდან სამი დღე… ეხლა, ბიჭო ეგრე სად არის? აი ქეთინო სწორად იძახის. ეგეთი წუწკი და გათახსირებული რომ იყოს ჰოლანდიელებიო, მე ჩემ დღეში არ მინახიაო. მამამისთან ერთად ჩამოდის და ნიკამ სასტუმრო უშოვა თავის გვერდზე 100$-ად და ის დაენანა. კიდე მთავარი რაღაც რა არის. მიშას თუ ნახავ შენ წასვლამდე… იმიტომ, რომ მე ვერ ვნახავ კაი ხანი და ტელეფონში არ მინდა ამის თქმა. თუ ნახავ, უთხარი ეგეთი რაღაცა. მაწვება ძალიან, რომ გინდა თუ არა, მე ჩემი გასაღები მომეციო. მე არ ვაძლევ. ერთი გასაღები აქვს მიშას. ეს მეორე გასაღები არ მივეცი. როცა უნდა მისცემს თავის ცოლს. როცა ვინმეს გასაღებს აძლევ, ის უნდა მერე ჩაწერო სიაში. სიაში ახლა ვართ მარტო ქეთინო და მე, როგორც “Trustees” და მიშა. მეტი არავინ. „დაჟე“ ჩემი შვილები არ არიან.

Related posts

ქართული ჰანგები პორტოს ქუჩებში

რედაქტორი

ანაკლიაში, გარდამავალ თასზე, კარატეს გუნდური ჩემპიონატი გაიმართა

dima

სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისთან (ვიდეო)

რედაქტორი

დატოვე კომენტარი