STV
ეკონომიკა

ბახტაძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია

პრემიერპრემიერმა მამუკა ბახტაძემ  კომენტარი გააკეთა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით და განაცხადა რომ პორტი სახელმწიფოს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.

,,უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით და ეს პროექტი გაჩნდა ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის სიაში და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროექტის რეალიზაცია უახლოეს მონაკვეთში დავიწყოთ. გრძელდება მოლაპარაკებები ინვესტორებთან, კონსორციუმს აქვს კონკრეტული ვალდებულებები შესასრულებელი.

დღეს ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგებზე, კონკრეტული შედეგი დღეს არის მშენებლობის დაწყება სწრაფი ტემპებით, რომ შევძლოთ ტრანზიტული პორტის სრულფასოვანი რეალიზაცია. ეს არის დამოკიდებული ვალდებულების შესრულებაზე“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

Related posts

უკრაინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში – სასტუმრო ,,მეფე გორგასალი“ მონაწილეობს

რედაქტორი

რეგიონულ ბიზნეს ფორუმს ალექსანდრე მოწერელია დაესწრო

რედაქტორი

ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი აშენდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი