STV
რეგიონი

კახა მიქაია – რულოვსის გამარჯვება ნიშნავს ახალაიების, ქარდავების დაბრუნებას სამეგრელოში

“დაიცავი საქართველოს” ყოფილი ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით, სანდრა რულოვსის გამარჯვება ზუგდიდში ნიშნავს საქართველოს ოკუპირებას მიხეილ სააკაშვილის მიერ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მიქაია მოუწოდებს ყველა მერობის კანდიდატს მოიხსნან კანდიდატურა, რადგან მათ შანსები მინიმალური აქვთ და მათვის მიცემული ხმა ნიშნავს გიორგი შენგელიასთვის წართმეულ ხმას.

“გიორგი შენგელიას აქვს სუფთა წარსული, არის კარგი მენეჯერი და ის ზუგდიდისთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მას ზუგდიდი და ზუგდიდელები არ აინტერესებს, მისი მიზანია სამეგრელოში ჩამოყალიბდეს პლატსტარმი. მისი გამარჯვება ნიშნავს ახალაიების, ქარდავების დაბრუნებას სამეგრელოში,”-განაცხადა მიქაიამ.

Related posts

ზუგდიდში, “აგრიჯორჯიას” თხილის პლანტაციაში მუშა გარდაიცვალა

რედაქტორი

წალენჯიხაში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

მიტროპოლიტი გრიგოლი – ჩვენ ვცდილობთ და ვერიდებით, რომ არ იყოს კონფრონტაცია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი