STV
ახალი ამბები

პრემიერი: ფაროსანას პრობლემას წელს ჩვენ ერთხელ და საბოლოოდ მოვაგვარებთ

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მთავარი მტერი დღეს აზიური ფაროსანაა, რომელსაც ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ. მისი თქმით, ამ მიმართულებით წლევანდელი წელი იქნება გარდამტეხი.

„ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი იქნება გარდამტეხი და თითოეული ფერმერი, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული ამ საქტორთან, ექნება განცდა, რომ წელს ჩვენ ერთხელ და საბოლოოდ ამ პრობლემას მოვაგვარებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ის ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმის გახსნას დაესწრო. პრემიერ მინისტრმა ფორუმზე მოწვეულ ფერმერებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში არსებობს. მამუკა ბახტაძემ ასევე თქვა, რომ სამეგრელოს რეგიონში უნიკალური ყურძნის ჯიშებია, თუმცა დღემდე არ არსებობდა პროგრამა, რომელიც მისცემდათ შესაძლებლობას, ფერმერებს ეს პოტენციალი სრულად წარმოეჩინათ. ამიტომ, მთავრობის მეთაურის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მევენახეობის მიმართულებითაც გაზრდიან სუბსიდირებას.

მამუკა ბახტაძის პარალელურად ფორუმის სტუმრებს სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ლევან დავითაშვილის თქმით, ფერმერების მეტი ჩართულობის მიზნით ქვეყნის მასშტაბის ჩატარდება ბიზნესფორუმი. ეს პროცესი კი მინისტრის განმარტებით, დღეს სამეგრელოდან დაიწყო.

რაც შეეხება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ამ მიმართულებით ეფუძნებიან საერთაშორისო გამოცდილებას. მისივე სიტყვებით, წინა წლების მსგავსად წელსაც მარტის თვიდან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე ჩაერთოს ამ პროცესში საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთების შეწამვლით, რადგან მავნებელთან ბრძოლას შედეგი მხოლოდ ამ გზით ექნება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი 2 დღიანია. ის ხვალ ანაკლიაში დასრულდება.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი – გაპრეზიდენტების შემთხვევაში სახლიდან ფეხით ვივლი

რედაქტორი

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა -ენგურის ხიდზე ხელისუფლება და ოპოზიცია მივიდა

რედაქტორი

გიორგი გახარია – 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ კანაფის მოხმარება დასჯადი იქნება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი