STV
რეგიონი

საოკუპაციო ხაზთან ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ტერიტორიაზე, სადაც 2020 წელს სოფელ რუხის ფეხბურთის აკადემია იქნება, სიმბოლურად, სპეციალური კაფსულა ჩაეშვა.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, 6.5 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება, დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები.

ცნობისთვის, პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული მხარდაჭერით ხორციელდება.

Related posts

ანაკლიაში ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა [ვიდეო]

რედაქტორი

ტორტზე “ქართული ოცნების” წარწერის გამო საბავშვო ბაღის დირექტორმა საყვედური მიიღო

რედაქტორი

ზუგდიდის მერიამ 9 თვის მანძილზე 112 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მომსახურება კი 99.430 ლარი დაჯდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი