STV
რეგიონი

“ბოლო ზარი” ზუგდიდში ავტოავარიით დასრულდა – დაშავებულია 7 ადამიანი

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა.

შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული უკვე გადაყვანილია უახლოეს საავადმყოფოში, დანარჩენებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდებათ.
დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.

Related posts

დღის ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

რედაქტორი

ზუგდიდელი სიმონ პეტრიდისი პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი გახდა

რედაქტორი

ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი