STV
რეგიონი

“ქოცი ხარ ბიჭო?”-რულოვსის მიკროავტობუსი მძღოლებს პრობლემებს უქმნის

“გაერთიანებული ოპოზიციის” წინასააჩევნო მიკროავტობუსი, რომლითაც ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი თანმხლებ პირებთან ერთად გადაადგილდება, პრობლემები შექმნა. საარჩევნო შეხვედრიდან შტაბისკენ მიმავალმა მიკროავტობუსმა გზა გადაკეტა და მოძრაობა შეაფერხა. ამის შესახებ STV-ს თვითმხილველები ესაუბრნენ.

“მიკროავტობუსმა, რომლითაც სანდრა რულოვსი გადაადგილდებოდა, გზა გადაკეტა და მოძრაობა შეაფერხა. ამან მძღოლების პროტესტი გამოიწვია. პირადად მე გავედი მანქანიდან და ვცადე გამერკვია, თუ რატომ აფერხებდა მოძრაობას. მძღოლმა ნორმალურად მიპასუხა და ბოდიშიც მომიხადა, თუმცა ამავე მიკროავტობუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გამოვარდა, რომელმაც გინება დაგვიწყო და “ქოცებს” გვეძახოდა.

უკვე ზღვარსგადასულია ნაციონალების წინასაარჩევნო კამპანია. მე ქოცი ვიქნები თუ ნაცი ეს ჩემი გადასაწყვეტია, თუმცა კანონი და წესრიგი ყველასთვის ერთია, ქოცისთვისაც და ნაცისთვისაც”-აცხადებს STV-თან გ.კ

Related posts

კვლევა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა

რედაქტორი

გუბერნატორის მოადგილემ სოციალურად დაუცველებთან ერთად უფასო სასადილოში ისადილა

რედაქტორი

გიორგი შენგელია: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები თუ როგორ უნდა განვავითროთ ზუგდიდი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი