STV
რეგიონი

ვინ არის სანდრა რულოვსის თანმხლები ლევან თორია? – ზონდერი, რომელიც 10 დღის წინ ჟურნალისტად გააფორმეს

,,ჟურნალისტი’’ რომელიც ბოტანიკური ბაღში მომხდარი ინცინდენტისას ახლდა სანდრა რულოვსს, ახალაიების უახლოესი გარემოცვის წევრი ლევან თორია აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით ლევან თორია ჟურნალისტად ზუგდიდის ყოფილმა გამგებელმა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ქობალიამ  10 დღის წინ საკუთარ თელეკომპანიაში გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ლევან თორია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ახალაიების ოჯახთან. ის დღემდე დაუფარავად ამჟღავნებს ბაჩო და დათა ახალაიებისადმი სიმპათიას და ხაზს უსვამს ,,ძველი დროის“ ნოსტალგიას. ლევან თორიას ფეისბუქ გვერდზე უხვად მოიპოვება მისი ახალაიებთან კავშირის დამადასტურებელი პოსტებიც და ფოტოებიც. თორიას სოციალურ ქსელში ასევე განთავსებული აქვს მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული  ფოტო.

ზუგდიდელი ლევან თორია წლების განმავლობაში იყო “თავისუფალი ზონის” აქტივისტი და ის განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ოპონენტების მიმართ.

ლევან თორია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციას ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე ის ბაჩო და დათა ახალაიების რეკომენდაციით დაინიშნა. 2012 წლის შემდეგ კი, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ლევან თორიას ახალაიებმა სხვადასხვა ლოკაციებზე პროვოკაციების მოწყობა და არეულობის შექმნა დაავალეს. ლევან თორიას ზუგდიდში ძალადობასთან დაკავშირებულ არაერთ შემთხვევას იხსენებსნ.

2012 წლის შემდეგ კი ლევან თორია “თავისუფალი ზონის” აქტივისტი იყო და განსაკუტრებული აგრესიით გამოირჩეოდა ოპონენტებისადმი.ლევან თორიამ “თავისუფალი ზონის” აქტივისტობის პარალელურად თავი შეაფარა ადგილობრივ ტელეკომპანია “ოდიშს” და საავტორო გადაცემის მომზადება დაიწყო.

სწორედ ამ გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა ბოტანიკურ ბაღში სანდრა რულოვთან, როცა ინციდენტი მოხდა. როგორც აღმოჩნდა ფიზიკური დაპირისპირება ახალაიების უახლოესი გარემოცივის წევრმა, ყოფილმა ზონდერმა და ახლად გაჟურნალისტებულმა ლევან თორიამ დაიწყო.

ბაღში მყოფი პირები სწორედ თორიას დანახვამ გააღიზიანა და მას ეკითხებოდნენ რას აკეთებდა იქ – სინამდვილეში სანდრა რულოვსზე თავდასხმა არ უცდიათ. ვიდეოკადრებში, რომელიც STV-მ მოიპოვა, ნათლად ჩანს თუ როგორ ურტყამს ე.წ ჟურნალისტი, ლევან თორია ინცინდენტის მონაწილე პირს, რომელიც შედეგად ასფალტზე ვარდება.

Related posts

ზუგდიდის სამ სოფელს მომავალი წლიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

რედაქტორი

ზუგდიდში სიჩქარის მზომი სექციური რადარები 2 ადგილზე ამოქმედდა

რედაქტორი

ჩხოროწყუში რეკორდული სიდიდის სულუგუნი დაამზადეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი