STV
რეგიონი

ზღაპრული ბავშვობიდან წინ მწვერვალებისკენ – ბოლო ზარი სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტის 407-მა მეთორმეტე კლასელმა ცხოვრების ყველაზე ბედნიერი, ლაღი, იმედებით აღსავსე პერიოდი – სკოლა დაამთავრა. სენაკის მუნიციპალიტეტის 407-მა მეთორმეტე კლასელმა ცხოვრების ყველაზე ბედნიერი, ლაღი, იმედებით აღსავსე პერიოდი – სკოლა დაამთავრა.

კინო-თეატრ ,,რუსთაველის“ საკონცერტო დარბაზში ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები საზოგადოების წინაშე საზეიმო კონცერტით წარდგნენ.

თაობები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. სცენაზე გაცოცხლდა ბედნიერი და ბობოქარი სასკოლო ცხოვრების ულამაზესი წლები…

სანახაობრივად მრავალფეროვან შოუს საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Related posts

სოფელ ეწერში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვა

რედაქტორი

“წყარო ლეფეტერიდან” – ზუგდიდის ორ სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი