STV
შემთხვევა

ზუგდიდში 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ბავშვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.

ამ დროისთვის, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Related posts

მდინარე რიონში ქალაქის ცენტრალური ხიდიდან 16 წლის ბიჭი გადავარდა

რედაქტორი

სოფელ ჭითაწყარში მოქალაქე ბესიკ ჭურღულიას საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

რედაქტორი

ფოთში, 9 წლის მოზარდს კორპუსის ეზოში დენმა დაარტყა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი