STV
კულტურა

„მოდი ღამე მუზეუმში – 2019”- სენაკი მუზეუმების საერთაშორისო დღეს შეუერთდა

აქციას „მოდი ღამე მუზეუმში“, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, სენაკის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად, მრავალფეროვანი ღონისძიებებით – გამოფენებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და კულტურული აქტივობებით – შეუერთდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და ნოქალაქევის არქოლოგიური მუზეუმის პარტნიორობით, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, აქციის ფარგლებში, გაიმართა კონცერტი სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“, ,,კოლხური ტრიოს“, ვაჟთა ანსამბლის, ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი’’ მსახიობების, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.

საგანგებოდ დანთებული კოცონი და სანახაობრივად ულამაზესი გარემო განსაკუთრებულ განწყობილებას ქმნიდა.

საღამო, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ფოიერვერკით დასრულდა.

აქციამ „ღამე მუზეუმში“, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან იმართება და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობას ისახავს, წელს განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა – აქციას 114 მუზეუმი შეუერთდა.

Related posts

“ჩელას” იუბილე და მოცეკვავე ძმების ვარსკვლავის გახსნა ზუგდიდში [ვიდეო]

რედაქტორი

,,სენაკი არტ-ფესტივალი 2019’’-ის ფარგლებში, ცნობილ ხელოვანებთან ლექცია-შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

სენაკში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი