STV
სოფლის მეურნეობა

ჰოლანდიური ჯიშის ნესვი სოფელ ცაიშში ადგილობრივ ფერმერს მოჰყავს [ვიდეო]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ცაიშშის მკვიდრი 65 წლის გენო ასათიანი პროფესიით ინჟინერია.თუმცა უკვე 30 წელზე მეტია სოფლის მეურნეობითაა გატაცებული. ამჯერად ნესვი მოჰყავს. პირველად შარშან დათესა, თუმცა ცოტა დაგვიანებით, რის გამოც შედარებით მწირი მოსავალი მოიწია. წელს მარტში ჰოლანდიური ჯიშის თესლი მოსინჯა, რომელიც ამბობს, რომ წინას გემოთი და სხვა თვისებებითაც ჯობია და ჯამში მინიმუმ 15, მაქსიმუმ კი 20 ტონა ნესვს ელოდება.

„1 500 ძირი მაქვს. ქიმიურ სასუქებს არ ვხმარობ. მარტო ორგანულ სასუქებს ვიყენებ. ამით ვჯობივართ ყველას. შესაბამისად პროდუქტი ნატურალურია. დაახლოებით ერთი თვეა ორ პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე ვაბარებ.მყიდველები აქეთაც მოდიან. კილო თავიდან 5 ლარი ღირდა, ახლა საშუალოდ 3-4 ლარია. ჩემი ნესვის უპირატესობა უკვე გიტხარით, არის ის, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ნესვს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ვრწყავ ჩვეულებრივ, როცა თვალით შევატყობ, რომ მცენარე წყალს ითხოვს. თუმცა არა იმ ოდენობით და სიხშირით, როგორც სხვა მცენარეებს. ვხლავს, მწერებისგან შეწამვლასაც ვახდენ,”-აცხადებს გენო ასათიანი.

მისი თქმით, შრომის გარეშე არაფერი გამოვა. დარწმუნებულია, ნორმალური გარჯა შედეგს ყოველთვის მოიტანს. დღეს სათბურებში დასაქმებული ექვსი ადამიანი ჰყავს.

Related posts

სენაკში, სოფელ ფოცხოში შპს ,,აგროთემა’’ ლურჯი მოცვის ბაღს აშენებს

რედაქტორი

წელს დასავლეთ საქართველოში სიმინდისა და თხილის უკეთეს მოსავალს ელიან

რედაქტორი

რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენებას მთავრობა 100 %-ით დააფინანსებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი