STV
რეგიონი

გიორგი სამუშიას დაკავებასთან დაკავშირებით მისი ნათესავები პირველ კომენტარებს აკეთებენ

შს სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მლის გიორგი სამუშიას ოჯახის ინფორმაციით, სამუშიას პოლიტიკურ თავშესაფართან დაკავშირებით საფრანგეთმა მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა და სწორედ ამიტომ გადაფრინდა უკრაინაში, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

,,ბრალდებები რასაც მას ქართული მხარე ედავება არის აბსურდული, ბოლოს საფრანგეთში იყო ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, პოლიტიკური თავშესაფრის განცხადება რადგან არ დაუკმაყოფილეს ამიტომ გადაფრინდა უკრაინაში, იქ დეიდაშვილები დახვდნენ და შემდეგ უკრაინიდან აპირებდა საქართველოში ჩამოსვლა,”- აცხადებენ ნათესავები.

ცნობისთბის, გამოძიების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა. გამოძიების ცნობით, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. ამავე საქმეზე გიორგი სამუშიასთან ერთად ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა.

მასზე ინტერპოლის მეშვეობით წითელი ცირკულარით ძებნა იყო გამოცხადებული.

Related posts

“ღია შეხვედრები” ფოთის მოსახლეობასთან

რედაქტორი

სამოქალაქო ბიუჯეტის კენჭისყრაში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა

რედაქტორი

სამეგრელოში თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა უმრავლესობას მამაკაცები წარმოადგენენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი