STV
ყვითელი

ნინო ჩხეიძე და Nio band ხვალ ახალი კლიპის პრეზენტაციას გამართავენ

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ Nio band-თან ერთად სრულიად ახალი პროდუქტი შექმნა. ახალ ალბომზე მუშაობა, რომელსაც მსმენელი სრული სახით მიმდინარე წლის ოქტომბერში იხილავს, წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს.

ალბომის გამოშვებამდე კი ნინო ჩხეიძე და Nio band ერთგული მსმენელისთვის კიდევ რამდენიმე ახალ სიმღერას გამოუშვებს.

ნინო ჩხეიძე და Nio band ახალი პროდუქტის გაცნობას საზოგადოებისთვის ხვალიდან იწყებენ.

მომღერალი ბენდთან ერთად ახალი კლიპის პრეზენტაციას გალერეა თბილისში ხვალ, 20:00 საათზე გამართავს.

კლიპი რუსა მორჩილაძის სიმღერაზეა გადაღებული, ტექსტის ავტორია ირინა სანიკიძე.

Related posts

ესპანურმა გამოცემამ „ევროვიზია-2019“-ის ლიდერების რეიტინგი გამოაქვეყნა [ვიდეო]

რედაქტორი

“ერ­თად გა­და­ტა­ნი­ლი მრა­ვალ ბრძო­ლის შემ­დეგ!” ზურაბიშვილი “უცნობთან” ერთად ფოტოს აქვეყნებს

რედაქტორი

„ვაჟა, შოთა, გალაკტიონი“ – რეპერი Lil Wayne-ი ქართული ჯინსის ქურთუკით გამოჩნდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი