STV
რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით წამლობა იწყება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თერმული ნისლით დამუშავება იწყება.
ინტენსიური მონიტორინგის შედეგად მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციები განისაზღვრა, სადაც კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ფართობები თერმული ნისლით დამუშავდება.

5 ივნისს, 20:30 წუთზე, ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში, წამლობითი ღონისძიებების დაწყებას, ზუგდიდის ახლადარჩეული მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე გაცენობიან.

საღამოს 21:30 საათზე, კი თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერგეტის, ორულუს და ცვანეს ადმინისტრაციული ერთეულები.
მოცემული სოფლების ინფორმირების პროცესში ჩართულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ზუგდიდი მუნიციპალიტეტში, თერმული ნისლით ღონისძიებები, მეფუტკრეებთან კოორდინირებული თანამშრომლობით დაიგეგმა და საჭიროების შემთხვევაში მანამ გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა.

ღონისძიებების პარალელურად გრძელდება აქტიური მონიტორინგი, რომლის შედეგებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის, ელექტრონულ ბაზაში აისახება. მონაცემების ინტერაქტიულ რუკაზე ასახვა და განახლება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იგეგმება შეწამვლითი ღონისძიებები.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge

Related posts

People in Need პროექტი ციხე-გოჯში დასრულდა

რედაქტორი

სინოპტიკოსები საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ

რედაქტორი

ზუგდიდში, შპს „ავტოსერვისთან“ ასობით მანქანის რიგი დგას

რედაქტორი

დატოვე კომენტარი