STV
კულტურა

ზუგდიდში საპენსიო ასაკის 230-მდე პრაქტიკოს პედაგოგიდან, 93 საქმიანობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა

ზუგდიდშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, კახაბერ ფარცვანიად განცხადებით, ზუგდიდში საპენსიო ასაკის 230-მდე პრაქტიკოს პედაგოგიდან, 93 საქმიანობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა და ჯილდოს მიღებაზე სურვილი გამოთქვა, დანარჩენი კი გამოცდაზე დარეგისტრირდა.

განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ისინი ჯილდოს სახით, ორი წლის ჯამურ ხელფასს, სექტემბრის თვეში ერთდროულად მიიღებენ. ,,სულ 51 სკოლა. საპენსიო ასაკის დაახლოებით 230 პრაქტიკოსი მასწავლებელი, დღევანდელი მონაცემებით 93-მა გამოთქვა სურვილი ჯილდოს მიღებაზე, დანარჩენი დარეგისტრირდა გამოცდაზე,”- აღნიშნა ფარცვანიამ.

რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსი წამყვანი, მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის წევრებს შრომითი ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდებათ.

Related posts

პოეტ ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში ,,ლაშაობა” გაიმართა

რედაქტორი

დიზაინერი სოფია ხარჩილავა ზუგდიდში ბოლო ჩვენებას ხვალ გამართავს

რედაქტორი

სენაკში ნადეჟდა გვაძაბიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი