STV
ექსკლუზივი

გიორგი შენგელია მერის მოვალეობის შესრულებას ორშაბათს შეუდგება – ვინ იქნება ვიცე მერი?

ორშაბათს, ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე მოწვეულ სხდომაზე ზუგდიდის არჩეული მერის, გიორგი შენგელიას უფლებამოსილების საკითხს ოფიციალურად სცნობენ. ამის შესახებ STV-მ საკუთარი წყაროებისგან რამდენიმე წუთის წინ შეიტყო.  სხდომის დასრულების შემდეგ კი არჩეული მერი უფლება მოვალეობების შესრულებას ახალი მერის რანგში ოფიციალურად იმავე დღეს შეუდგება.

სწორედ ამის შემდეგ, თავად მერი გადაწყვეტს ვინ გახდება ვიცე მერი.

აღნიშნულ თანამდებობაზე ამ დრომდე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. მათ შორის არიან კონსტანტინე უბერი და დავით ვერავა. რაც შეეხება მერის მეორე მოადგილეს, ამ შემთხვევაში თანამდებობას ისევ მაიზერ ნანავა დაიკავებს.

დავით ვერავა აცხადებს, რომ მას ჯერ კონსულტაციები ვიცე მერის თანამდებობაზე არ გაუვლია, თუმცა იცის, რომ რამდენიმე კანდიდატურა ამ პოზიციაზე ოფიციალურად განიხილება.

“ვერაფერს გეტყვით, ეს მერის გადასაწყვეტია, თუ ვინ გახდება ქალაქის ვიცე მერი. როგორც კი საკრებულო ოფიციალურად სცნობს ახალი მერის უფლებამოსილებას, ამას თავად გიორგი შენგელია გადაწყვეტს”,-განუცხადა STV-ს დავით ვერავამ.

გეგა შენგელია ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ის ოფიციალურად საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება. მისი განცხადებით, მხოლოდ ამის შემდეგ გაიმართება სათანადო კონსულტაციები.

“ჯერ ამაზე კომენტარი ნაადრევია. ყველაფერი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როგორც კი საკრებულო სცნობს ახალი მერის უფლებამოსილებას. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით”,-განაცხადა გიორგი შენგელიამ STV-თან სატელეფონო საუბრისას.

Related posts

კიევში დაკავებული გიორგი სამუშია საქართველოში ჩამოიყვანეს

რედაქტორი

ზუგდიდში, გარდაცვლილი პაციენტის შვილმა მკურნალ ექიმს სცემა

რედაქტორი

ექსკლუზივი: ზუგდიდის მერია საკადრო ცვლილებებისთვის ემზადება – ვინ გახდება ვიცე მერი?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი