STV
რეგიონი

უხვმა ნალექმა ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში, უხვი ნალექების შედეგად, ნენსკრას ხეობაში არსებული შენაკადი მდინარე დევრა ადიდდა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ პაპალარას და დევრულას ხიდი დააზიანა. შემთხვევის ადგილას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან ნინი ვიბლიანთან ერთად იმყოფება.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება სტაბილურია, წყლის დონემ იკლო, მდინარე კალაპოტში მიედინება. ადგილზე, სადაც მდინარე ნენსკრა კალაპოტის გარღვევას ცდილობს ტექნიკა მუშაობს. ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდების შედაგად დაზიანებულ მონაკვეთებზე სამუშაოები წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება. ამ დროისთვის, ჭუბერის მოსახლეობას და მიმდებარე ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრება.

მხოლოდ რამდენიმე ადგილას წყალდამცავი ნაგებობა დაზიანდა უმნიშვნელოდ, რომლის აღდგენის სამუშაოებიც წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება. საჭიროების მიხედვით ადგილზე მობილიზდება შესაბამისი ტექნიკა. გასულ წელს, ჭუბერში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ჩატარდა აღდგენითი და სტიქიის პრევენციის ღონისძიებები, მდინარე ნენსკრას კალაპოტში მოეწყო ნაპირსამაგრი ნაგებობები.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მდინარე ნენსკრაზე დაფიქსირდა დიდი რაოდენობის ნალექი, ყველა ნაპირსამაგრი და სტიქიის საპრევენციო ნაგებობა თავის ფუნქციას ასრულებს, მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დაზიანებაა, რაც მოსახლეობას და მიმდებარე ინფრატსრუქტურას საფრთხეს არ უქმნის.

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი ტექნიკა.

Related posts

ჩხოროწყუს სოფლებში 2018 წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

რედაქტორი

უშგულში 25 წლის ახალგაზრდა კოშკიდან ჩამოვარდა

რედაქტორი

“ნაცმოძრაობის” ლიდერები ჯიხაშკარში ერთ-ერთ ოჯახს მიუვარდნენ [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი