STV
ახალი ამბები

გიორგი შენგელია: “ზუგდიდში ბევრი პრობლემური საკითხია, რომელიც მოგვარებას საჭიროებს”

“ვიცი, რომ ბევრი პრობლემური საკითხია, რომელიც მოგვარებას საჭიროებს,” – ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი (გეგა) შენგელიამ, მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა და მათგან ის საჭიროებები მოისმინა, რაც მოსახლეობას აწუხებს.

,,ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ერთობლივად ბევრ წარმატებას მივაღწევთ. ვიცი, რომ ბევრი პრობლემური საკითხია, რომელიც მოგვარებას საჭიროებს და რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, მოსახლეობამ უნდა იგრძნოს რომ მათზე ვზრუნავთ და ვცდილობთ მათი პრობლემის გადაჭრას, მაქსიმალურად ახლოს და მჭიდრო კომუნიკაციაში უნდა ვიყოთ ჩვენს მოქალაქეებთან“ -აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.

მისივე თქმით, ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც ადმინისტრაციულ ერთეულებშია ეტაპობრივად მოგვარდება, პირველ რიგში კი წყალმომარაგების პრობლემა უნდა გადაიჭრას.

Related posts

ხობში, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე ტურისტული ზონა გაიხსნა

რედაქტორი

სუსმა ზუგდიდში ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხეელები გამოკითხა

რედაქტორი

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სუს-ი სწავლობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი