STV
სხვა ამბები

ფრინველის ხორცი ისეთივე მავნეა, როგორც წითელი ხორცი

„ფრინველის ხორცი ცილის ჯანსაღ წყაროდ მიიჩნევა. თუმცა ახალი კვლევის თანახმად, ეს მხდარი შეხედულებაა: სისხლში ქოლესტერინის დონეზე თეთრი ხორცი ისეთსავე არასასურველ ზემოქმედებას ახდენს, როგორსაც წითელი ხორცი” წერს გერმანელი ჟურნალი ფოკუსი.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სხვადასხვა საკვების ზემოქმედება შეისწავლეს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. ცუდი ქოლესტერინი) დონეზე.

სპეციალისტებმა 21-დან 65 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ჯანმრთელი ქალი და კაცი ჯგუფებად დაჰყვეს. მათ ერთი თვის განმავლობაში 3 დიეტიდან ერთის დაცვა დაავალეს: წითელი ხორცით, თეთრი ხორცით და ხორცის გარეშე.

ექსპერიმენტის მონაწილეებს ამ დიეტისგან მენიუს თვითონ უდგენდნენ. დიეტის დასაწყისში და დასრულების შემდეგ მათ სისხლის ანალიზს უღებდნენ.

როგორც გაირკვა, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე როგორც თეთრი ხორცის, ასევე წითელი ხორცის მირთმევის შემთხვევაში იდენტური იყო.

Related posts

TELEGUIDE – ზუგდიდელი სტუდენტის მიერ შექმნილი ახალი აპლიკაცია

რედაქტორი

მირანდა მესხი: “ენმ-ს ბრალდებები  საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრეტიდაციაა”

რედაქტორი

რუსეთის ცნობადი სახეები – პუტინს: “საქართველოს კი არა, რუსებს დაარტყით ამით! ელოდეთ მიტინგებს მოსკოვში!”

რედაქტორი

დატოვე კომენტარი