STV
რეკლამა

სენაკის მერიის მაღალჩინოსნებმა დაზარალებული თანაქალაქელს თანადგომა გამოუცხადეს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, საზოგადოებრივი მომსახურების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად, ხოფერიას ქუჩაზე მცხოვრები ნუგზარ მიქაძის ხანძრის შედეგად დამწვარი საცხოვრებელი სახლის დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლი 11 ივნისს სრულიად დაიწვა და 6 სულიანი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში, დაზარალებულ მოქალაქეს მუნიციპალიტეტის მერიამ, პირველადი სამუშაოების ჩასატარებლად, 3000 ლარი გადაურიცხა.

ასევე დაგეგმილია ოჯახისთვის სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა.

Related posts

,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019” სენაკში დასრულდა

რედაქტორი

აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობაში შეხვედრა შედგა

რედაქტორი

სენაკის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი