STV
სხვა ამბები

დიზაინერი დების ბრენდი ‘’T&N Darchia’’ – ნამუშევრებს უნიკალური ტექნლოგიით ქმნის

თათია და ნათია დარჩიების ბრენდი ‘’T&N Darchia’’-ს ქართველი მომხმარებელი კარგად იცნობს. მათი ნამუშევრები უნიკალურ ტექნოლოგიასთან ასოცირდება და ნაზი ქსოვილით შექმნილი სამოსი ყურადღების მიღმა არასროდს რჩება.

,, ბავშობიდან გამიჩნდა სამოსის შექმნისადმი ინტერესი. წლების განმავლობაში კი ჩემი ნამუშევრებზე მოთხოვნა გაიზარდა. პირველი ატელიე ბათუმში გავხსენი, სადაც მხოლოდ ორი საკერავი მანქანა  და რამდენიმე სახეობის ქსოვილი მქონდა. ამ სფეროში სწორედ ამ გზით დავიწყე პირველი ნაბიჯების გადადგმა. 2017 წლიდან ჩვენ უკვე აქტიურად ვართ ჩართული მოდის ინდუსტრიაში, გვაქვს ჩვენი მაღაზია და ატელიე თბილისში, ვაჟა-ფშაველას #83-ში, სადაც პროდუქციის დათვალიერება და შეკვეთა ყველასთვის ხელმისაწვდომია’’-ამბობს ნათია დარჩია.

თათიას პირველი მოდის სფეროსთან კავშირი ქუდების შექმნაზე მუშაობით დაიწყო. მისი ნამუშევრები ქართულ ბაზარზე წარმატებით რეალიზდება, მოთხოვნები დიდია უცხოელებისგან, რომლებიც ატელიეს სოციალური საშუალებით აქტიურად უკავშირდებიან.  მეორე ეტაპი უკვე  ტანსაცმლის დიზაინი იყო, როგორც თათია ამბობს,  მას ძლიან ხიბლავს ექსპერიმენტები, რაიმე ახალზე და  განსხვავებულზე მუშაობა. ,, რასაც ჩვენ ვქმნით ახლოს არის ჩვენ შინაგან სამყაროსთან,  სხვაგვარად რამე ღირებულის შექმნა წარმოუდგენელია.  ჩემი ნამდვილი გატაცება მოდა და სამოსია, ამიტომაც  მივეცი ამ მიმართულებით ჩემს თავს განვითარების საშუალება.

ბრენდი ’T&N Darchia’’ ორი წელია რაც არსებობს.  ძლიერი კონკურენციის პირობებში რთულია ასეთ მოკლე დროში აღიარების მოპოვება. დები დარჩიების ატელიეში კი გემოვნებიანი მომხმარებლების რაოდენობა დღითი დღე მატულობს. რადგან,  ისინი ქმნიან გამორჩეულს, ღირებულს და მნიშვნელოვანს.  სთავაზობენ  უნიკალურ ტექნოლოგიას ქალბატონებს, რომლითაც  სამოსი მზადდება.   ბრენდს სწორედ ეს განსაკუთრებულობა გამოარჩევს და ფიქრობენ, რომ ამ მნიშვნელოვანი დეტალით შეძლეს მათ თავის დამკვიდრება.

ბრენდი შექმნილია როგორც აკადემიური, ასევე ავანგარდული და  ექსტრავაგანტული ქალბატონებისთვის. ყოველდღიურ სამოსთან ერთად , ატელიე მომხარებელს საღამოს და საპატარძლო კაბებსაც სთავაზობს.  არის სპეციალური  შოურუმი, სადაც საკოლექციო ნამუშევრებია გამოფენილი და ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, დაათვალიეროს  სამოსი.

ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით შექმნილი დეტალები ქსოვილს განსაკუთრებულს ხდის და საოცარ ფორმებს ანიჭებს საკმაოდ შრომატევადია,რადგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს და ყველაფერი ხელით მუშავდება.

დები დარჩიების სამომავლო გეგმაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბრენდი განვითარებასა და გაფართოებას გეგმავს. T&N Darchia  მალე საქართველოს რეგიონებშიც გახსნის ახალ ფილიალებს, რადგან ნამუშევრებზე მოთხოვნა მზარდია.  გარდა ამისა,  მომხარებელთან უფრო მარტივი  კომუნიკაციისთვის, ატელიე ონლაინ გაყიდვის სერვისის ამოქმედებას გეგმავს, რათა პროდუქციის შეძენა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე იყოს შესაძლებელი.

Related posts

1 აგვისტოდან 20 აგვისტომდე საქართველოში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა 36-ით გაიზარდა

რედაქტორი

ყნოსვითი მეხსიერება… (პაპუნა შუშანიას დღიურებიდან)

რედაქტორი

პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ზუგდიდის მერიის თანამშრომელი გიორგი გაბედავას უჩუვლებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი