STV
რეგიონი

ფოთის მერიაში წყალარინების ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,კონსტანტინე თოფურიამ წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის  სამუშაოების მიმდინარეობასთან  დაკავშირებით   სამუშაო შეხვედრა გამართა,სადაც  პროექტის ვადები და სამუშაო გეგმა იქნა განხილული.

აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლის  ლევან ბერიძის განცხადებით,კონტრაქტორი კომპანია უახლოეს პერიოდში სამუშაო ბრიგადებისა და ლოკაციების დამატებას გეგმავს და სამუშაოები სტანდარტის შესაბამისად, დადგენილ ვადებში დასრულდება.

„ფოთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა, დღეს კომპანიისგან მივიღეთ გარანტიები, რომ სამუშაოები დაჩქარდება  და კომპანია ვადებში განახორციელებს აღნიშნულ პროექტს. პარალელურად მას მიჰყვება გზების რეაბილიტაცია, რაც ასევე წლების განმავლობაში მოუგვარებელია ქალაქ ფოთში“- განაცხადა შეხვედრაზე კონსტანტინე თოფურიამ.

შეხვედრაზე  მერის პირველმა მოადგილემ „TAHAL GROUP BV“-ის წარმომადგენლებს იმ ლოკაციების დროულად მოწესრიგება თხოვა, სადაც კომპანია ქსელის მოწყობის სამუშაოებს განახორცილებს.

ფოთის მერიაში გამართულ შეხვედრას   საპატრულო პოლიციის უფროსი  ლაშა სარჯველაძე , გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნუგზარ ფაცაცია,ენერგო-პრო ჯორჯიას,სოკარისა და საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღემდე, ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობაც. 2020 წლიდან, მასშტაბური სამუშაოების დასრულების შედეგად, 50 ათასზე მეტი ადამიანის პრობლემა  საბოლოოდ მოგვარდება და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

პროექტები ითვალისწინებს 145 კმ ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას. აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. სამუშაოებს ADB-ი 130 მილიონ ლარზე მეტით აფინანსებს.

Related posts

შსს-მ ხობსა და რუსთავში სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები აამოქმედა

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ველომარათონი გაიმართა

რედაქტორი

გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი